უკრაინის ქალაქებსა დასახლებულ პუნქტებში მოსალოდნელია ელექტროენერგიის გათიშვა. ამის შესახებ განცხადებას უკრაინის ეროვნული ენერგეტიკული კომპანია "უკრენერგო" ავრცელებს.
"მტერი ახორციელებს სარაკეტო შეტევას ენერგეტიკულ ობიექტებზე და სამოქალაქო კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე. ქალაქებსა და დასახლებულ პუნქტებში მოსალოდნელია ელექტროენერგიის გათიშვა.
ენერგეტიკოსები სწრაფად ამუშავებენ ელექტროენერგიის სარეზერვო სქემებს და მუშაობენ დაზიანების გამოსწორებაზე.
გთხოვთ დარჩით თავშესაფრებში და იზრუნეთ საკუთარ უსაფრთხოებაზე.
ისინი ჩვენ ვერ შეგვაშინებენ," - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.
შეგახსენებთ, დღეს დილიდან აგრესორი რუსეთი უკრაინის ქალაქებზე მასშტაბურ სარაკეტო შეტევას ახორციელებს. არიან დაღუპულები და დაშავებულები. დაზიანებულია მნიშვნელოვანი ინფრასტრუქურული ობიექტები.