02 ივლისი 2026,   20:30
ვრცლად
მსხვერპლი კიევში და დაბომბილი ენერგოინფრასტრუქტურის ობიექტები ლვოვში - აგრესორი რუსეთი უკრაინაზე თავდასხმას განაგრძობს

კიევში საჰაერო თავდასხმის მხოლოდ ერთ ლოკაციაზე, 20 ზე მეტი დაშავებულია - უკრაინული ტელეგრამარხების ინფორმაციით, ამის შესახებ უკრაინის სახელმწიფო საგანგებო სიტუაციების სამსახურის კიევის დეპარტამენტის წარმომადგენელმა სვეტლანა ვოდოლაგამ განაცხადა.

ასევე ტელეგრამარხების ცნობით, დაუდასტურებელი ინფორმაციით, გარდაცვლილია 5-დან 8-მდე ადამიანი.

უკრაინის რეგიონების უმრავლესობის მსგავსად აგრესორმა რუსეთმა დღეს დაბომბა ლვოვის რეგიონიც. უკვე ოფიციალურად დადასტურებულია, რომ  თავდასხმები რეგიონის ენერგოინფრასტრუქტურის ობიექტებზე განხორციელდა. ვრცელდება ცნობები, რომ რეგიონში ელექტროენერგიის მიწოდებას პრობლემა შეექმნა.

დღის ამბები