02 ივლისი 2026,   20:29
ვრცლად
კიევი რუსი ტერორისტების თავდასხმის ქვეშაა, დარჩით თავშესაფრებში - ვიტალი კლიჩკო

უკრაინის დედაქალაქის მერი რუსეთის მიერ კიევზე განხორციელებულ თავდასხმაზე წერს და მოსახლეობას განსაკუთრებული სიფრთხილისკენ მოუწოდებს:

"დედაქალაქი რუსი ტერორისტების თავდასხმის ქვეშაა! რაკეტები მოხვდა ობიექტებს ქალაქის ცენტრში (შევჩენკოვის რაიონში) და სოლომიანსკის რაიონში. საჰაერო განგაში და შესაბამისად საფრთხე გრძელდება.

მივმართავ დედაქალაქის ყველა მცხოვრებს: განგაშის დროს დარჩით თავშესაფრებში. თუ გადაუდებელი საჭიროება არ არის, უმჯობესია დღეს ქალაქში არ გახვიდეთ.

ამასთან დაკავშირებით, გარეუბნის მცხოვრებლებსაც ვთხოვ - დღეს არ შემოვიდნენ დედაქალაქში.

კიევის ცენტრალური ქუჩები სამართალდამცველებმა გადაკეტეს, სამაშველო სამსახურები მუშაობენ,"- აცხადებს ვიტალი კლიჩკო.

შეგახსენებთ, დღეს დილიდან აგრესორი რუსეთი უკრაინის დედაქალაქს ბომბავს.

დღის ამბები