04 თებერვალი 2023,   05:49
ვრცლად
ქუთაისის სკოლის ბუღალტერის მიერ მითვისებული 166 000 ლარი - აუნაზღაურებს თუ არა ბუღალტერი სკოლას მიყენებულ ზარალს და რის სანაცვლოდ გაათავისუფლა იგი სასამართლომ

ქუთაისის საჯარო სკოლაში, რომელიც დანაშაულის ადგილი წლების განმავლობაში იყო, სახელმწიფო თანხების უკანონო ხარჯვას ვერავინ იგებდა. საუბარია 166 ათას ლარზე, რომელიც სკოლის ბუღალტერმა პირად საბანკო ანგარიშზე გადაიტანა.

თანხა ბიუჯეტიდან ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ქრებოდა. სკოლის დირექტორმა ეს მხოლოდ მაშინ შეამჩნია, როცა ანგარიშზე სოლიდური თანხა აღარ დახვდა. ეჭვის გაჩენის შემდეგ, რომ ვიღაც თანხებს იპარავდა, პროცესში შიდა აუდიტი ჩაერთო.

საკითხის შესწავლისა და დანაშაულის გამოვლენის შემდეგ, პროცესმა საგამოძიებო სამსახურში გადაინაცვლა და პროკურატურამ 38 წლის ქალის თაღლითურ სქემა გაშიფრა.

ბრალის წარდგენის შემდეგ, უკვე დღეს, საქმის განხილვა სასამართლოში დაიწყო. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ კი, პროკურატურის შუამდგომლობა პატიმრობა არ დააკმაყოფილა და თაღლითობაში მხილებულს გირაო შეუფარდა. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, საბრალდებო სკამზე მჯდომ ბუღალტერს 7-დან 11 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

გორისა და ადიგენის შემდეგ, ეს მესამე საჯარო სკოლაა, სადაც ბუღალტერმა 10 ათასობით ლარი საკუთარ ანგარიშზე გადაიტანა. 

დღის ამბები