ამჯერად ოპოზიციონერები ერთმანეთს IRI-ის კვლევის გამო დაუპირისპირდნენ. განულებული, 1 და 2 პროცენტიანი ოპოზიციური პარტიები ერთმანეთს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებენ და კვლევის შედეგებზე პასუხისმგებლობასაც ერთმანეთს აკისრებენ.
"ფედერალისტების" ლიდერმა, რომლის პარტიამაც IRI-ის კვლევაში 1%-იც კი ვერ აიღო, ასევე პროცენტიანი "ლელოს" ერთ-ერთ ლიდერს ხაზარაძეს "ჯიბის ძაღლიც" კი უწოდა. დაპირისპირებაში ჩართული არიან იაგო ხვიჩიას პარტიის წევრებიც. სანდრო რაქვიაშვილი კვლევის შედეგებს ოპოზიციის უუნარობას და მათ არასწორ სტრატეგიას უკავშირებს.
პარტია "ლელო-ძლიერი საქართველოს" გენერალური მდივნის, ირაკლი კუპრაძის განცხადებით, ოპოზიციურმა პარტიებმა ერთმანეთის კრიტიკასა და ლანძღვას თავი უნდა დაანებონ და თანამშრომლობისთვის ხიდები ააშენონ.
"ოპოზიციამ უნდა დაამთავროს ერთმანეთის ლანძღვა და კრიტიკა. დაამთავროს ოპოზიციაში ჩერგოლეიშვილობა, რომლის ერთადერთი საქმე არის ის, რომ უბრალოდ სხვა პარტიები ლანძღოს. ბოლო პერიოდში უყურებთ, თვეების განმავლობაში არასდროს არცერთ კრიტიკას არ ვპასუხობ - ლანძღვას, უფრო სწორად, და სიბინძურეს მისი მხრიდან. ჩვენ უნდა ვაშენოთ ხიდები ერთმანეთთან, ჩვენ უნდა ვეკონტაქტოთ ერთმანეთს. მინიმუმ, განსხვავებული გზები თუნდაც გვქონდეს, ერთმანეთი არ ვლანძღოთ", - აცხადებს პარტია "ლელო - ძლიერი საქართველოს" გენერალური მდივანი ირაკლი კუპრაძე.
ავტორი: ნანა გოგატაძე