აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს ცოტნე ანანიძეს და უმაღლესი საბჭოს უმრავლესობის წევრებს შეხვდა.
შეხვედრაზე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საბიუჯეტო პროგრამების მიმდინარეობა, დაგეგმილი პროექტების შესრულება და სამომავლო გეგმები განიხილეს.
ყურადღება დაეთმო რეგიონის საკანონმდებლო რგოლის უფლებამოსილებების ფარგლებში, დეპუტატების მოსახლეობასთან შეხვედრებისას გამოვლენილ საჭიროებებსა და მათზე რეაგირების მექანიზმებს.
ზურაბ პატარაძემ მმართველი პარტიის კურსის შესაბამისად რეგიონში დაგეგმილ ინიციატივებზე და აქტუალური საკითხებისადმი სტრატეგიულ მიდგომებზე ისაუბრა.
"14 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ქართველმა ხალხმა ნდობა გამოუცხადა ჩვენს ძლიერ გუნდს - "ქართულ ოცნებას". გვახსოვს, როცა ჩვენი პარტიის საპატიო თავმჯდომარემ, ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა ხმამაღლა დააფიქსირა პოზიციები და ყველაზე დიდი ნდობა ხალხისგან მოიხვეჭა და შესაბამისად, ჩვენ მისი ხელმძღვანელობით, ძლიერი გუნდით ყველაფერს ვაკეთებთ ჩვენი რეგიონისა და ჩვენი ქვეყნის გასაძლიერებლად", - აცხადებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე.