04 თებერვალი 2023,   07:29
ვრცლად
ამ წუთებში სოსო გოგაშვილს ბრალს ოფიციალურად წარუდგენენ

ამ წუთებში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილ მოადგილეს, ბრალს ოფიციალურად წარუდგენენ, სოსო გოგაშვილთან შევიდნენ ადვოკატებიც.

როგორც ადვოკატმა განაცხადა, ბრალის წარდგენის შემდეგ ცნობილი გახდება თუ კონკრეტულად რას ედავებიან სოსო გოგაშვილს.

"დაახლოებით რა ინფორმაციაც არის დაკავების ოქმში და რა მუხლებიც გაჟღერდა ჩემს მიერ, აღნიშნულ მუხლებთან დაკავშირებით მოხდება ოფიციალურად ბრალის წარდგენა - მიეთითება კონკრეტულად რას ედავებიან და რა მტკიცებულებების საფუძველზე. ამ ეტაპზე არ გვინახავს დადგენილება, ასევე დადგენილებასთან ერთად გადმოგვეცემა სისხლის სამართლის საქმის სრული მასალები და უფრო მეტი გახდება ცნობილი. ყველა დოკუმენტი დღეს უკვე მექნება და როდესაც გავეცნობი, შემდეგ მოგახსენებთ დამატებით ინფორმაციას", - განაცხადა ადვოკატმა.

რაც შეეხება სოსო გოგაშვილის სამედიცინო შემოწმების საკითხს, როგორც ადვოკატმა აღნიშნა, დაცვის მხარემ აღნიშნულზე შესაბამისი უწყებას უკვე მიმართა.

ცნობისთვის, სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე, სოსო გოგაშვილი საკუთარ საცხოვრებელ სახლში სპეცოპერაციის შედეგად დააკავეს. 

დღის ამბები