29 სექტემბერი 2026,   19:03
ვრცლად
თბილისის ტექნოპარკში საქართველოს ინოვაციური ეკოსისტემის წარმომადგენლების და იტალიური სტარტაპების შეხვედრა გაიმართა

თბილისის ტექნოპარკში საქართველოს ინოვაციური ეკოსისტემის წარმომადგენლების და იტალიური სტარტაპების შეხვედრა გაიმართა. შეხვედრა, ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარემ და იტალიის ელჩმა გახსნეს.

იტალიელმა სტუმრებმა ქართულ მხარეს საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს.

ჩატარდა სახელმწიფო სააგენტოების პრეზენტაციები, პანელური დისკუსია და ორმხრივი შეხვედრები.

"მთავარი მიზანი და დანიშნულება არის ის, რომ ჩვენ ქართულ სტარტაპებს დავეხმაროთ, რომ რაც შეიძლება მეტი რესურსი ჰქონდეთ გლობალურ ბაზარზე გასასვლელად. დარწმუნებული ვარ, ასეთი ღონისძიებები იქნება ძალიან საინტერესო თანამშრომლობის დასაწყისი ქართულ და იტალიურ მხარეებს შორის და კიდევ უფრო მეტი ახალი, ინოვაციური კომპანია შეიქმნება და, რა თქმა უნდა, დასაქმების მიმართულებითაც მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგმება", - აცხადებს საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარე ავთანდილ კასრაძე.

დღის ამბები