28 სექტემბერი 2026,   20:55
ვრცლად
მიხეილ სარჯველაძე სომხეთში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება

ვიზიტის ფარგლებში მიხეილ სარჯველაძე სომხეთის შრომისა და კეთილდღეობის მინისტრს, არსენ ტოროსიანს შეხვდა.

შეხვედრაზე საქართველოსა და სომხეთს შორის შრომისა და სოციალური დაცვის სფეროებში თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. საუბარი შეეხო სოციალური დაცვის პოლიტიკასა და სოციალურ მომსახურებებს, მოქალაქეებისთვის სოციალური სერვისების ხელმისაწვდომობისა და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიმართულებებს.

შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა შესაბამის სფეროებში არსებული გამოცდილება და პრაქტიკა ერთმანეთს გაუზიარეს და თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების საკითხები განიხილეს.

მიხეილ სარჯველაძე სომხეთის ერთიან სოციალურ სამსახურსა და კეთილდღეობის საინფორმაციო სისტემების ფონდშიც იმყოფებოდა. მინისტრი ფუნქციური შესაძლებლობებისა და სოციალური საჭიროებების შეფასების სისტემების მუშაობის პრინციპებს, სოციალური სერვისების მიწოდების პრაქტიკასა და მონაცემთა სისტემების გაციფრულების მიმართულებით არსებულ მიდგომებს გაეცნო.

ყურადღება გამახვილდა მოქალაქეთა საჭიროებების შეფასების პროცესზე, მონაცემთა ეფექტიან გამოყენებასა და საჭიროებებზე მორგებული სოციალური სერვისების განსაზღვრაზე.

ვიზიტის ფარგლებში გამართულ შეხვედრებს სომხეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი გიორგი შარვაშიძე ესწრებოდა.

 

 

დღის ამბები