29 სექტემბერი 2026,   10:25
ვრცლად
ვიმედოვნებთ, რომ წლის ბოლოს მატარებლები საქართველოში ჩამოვა - გიორგი შარკოვი თბილისის მეტროს განახლების შესახებ

ბოსტონი, ჩიკაგო, ლოს-ანჯელესი, პორტუ, ბუენოს-აირესი, რიო-დე-ჟანეირო და რამდენიმე კვირაში უკვე თბილისშიც - დედაქალაქის მეტროს, პირველად ისტორიაში, თანამედროვე და მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში უკვე კარგად დატესტილი ვაგონები ეყოლება, რომელიც თბილისის მაცხოვრებლებსა და სტუმრებს მოემსახურება.

ახალი შემადგენლობებისა და ვაგონების სანახავად შანხაიშია წასული დედაქალაქის მერი კახა კალაძე, ასევე თბილისის სატრანსპორტო კომპანიის გენერალური დირექტორი​.

როგორც გიორგი შარკოვი აცხადებს, შესყიდული 25 მატარებლის საქართველოში გამოგზავნა უახლოეს დღეებშია დაგეგმილი.

"შესყიდულია 111 ვაგონი, 25 მატარებელი ქალაქ თბილისის მეტროპოლიტენისათვის. დამამზადებელი კომპანია არის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი კომპანია - CRRC-ი. დაგეგმილია უახლოეს დღეებში აღნიშნული მატარებლების გამოგზავნა
საქართველოში და ვიმედოვნებთ, რომ წლის ბოლოს, შემდეგი წლის დასაწყისიდან, საქართველოში ჩამოვა აღნიშნული მატარებლები და თბილისის მეტროს ექნება საშუალება ექსპლუატაცია გაუწიოს ახალ, თანამედროვე და ძალიან კომფორტულ მატარებლებს,"- აცხადებს თბილისის სატრანსპორტო კომპანიის გენერალური დირექტორი​ გიორგი შარკოვი.

მსოფლიოში მეტროს ვაგონების მწარმოებელ უმსხვილეს კომპანია CRRC-სთან თბილისის მერიამ თითქმის 150 მილიონი ევროს კონტრაქტი გააფორმა. ჩინურმა მხარემ დედაქალაქს ჯამში 111 ახალი ვაგონი უნდა გადმოსცეს. ამ ეტაპზე უკვე დასრულებულია პირველი ოთხ-ვაგონიანი შემადგენლობა, რომელიც ჩინეთში შესაბამის ტესტირებას გადის, თბილისში ჩამოსვლის შემდეგ კი მატარებელი დამატებით უსაფრთხოების შემოწმებებს გაივლის, მათ შორის 5 000 კილომეტრიან სატესტო გარბენს თბილისის მეტროს ხაზზე. უმსხვილესი ჩინური კომპანიის გარდა, შანხაიში ვიზიტად მყოფ კახა კალაძეს ჩინეთში სხვა შეხვედრებიც აქვს.

დღის ამბები