21 ნოემბერი 2026,   22:02
ვრცლად
ლაშა გეგეჭკორი: ფონიჭალაში 28 დაზარალებული ოჯახის გარდა, ბიძინა ივანიშვილმა ათასობით ოჯახს გაუწოდა დახმარების ხელი, საქართველო გადაარჩინა ომს, ნგრევას, შიმშილს და განვითარების გზაზე გაიყვანა

 

ფონიჭალაში 28 დაზარალებული ოჯახის გარდა, ბიძინა ივანიშვილმა ათასობით ოჯახს გაუწოდა დახმარების ხელი. ან ოჯახებს როგორ დაითვლი, როდესაც საქართველო გადაარჩინა ომს, ნგრევას, შიმშილს და განვითარების გზაზე გაიყვანა. არ ხედავთ, არ უფასებთ. არც გთხოვთ არავინ. ჩვენ ვხედავთ - ჩვენ ვუფასებთ! - წერს მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვის, კახეთის და შიდა ქართლის სააგენტოების კონცეპტუალური პროექტის თანაავტორი ლაშა გეგეჭკორი სოციალურ ქსელში.

გეგეჭკორის თქმით, უმადური და დაუნახავი ადამიანები ვერც ბიძინა ივანიშვილის და ვერც კახი კალაძის შრომას ხედავენ და აფასებენ, თუმცა ამას ქვეყნის 1 200 000 მოქალაქე ხედავს და აფასებს.

მისივე შეფასებით, უმადური და დაუნახავი ადამიანების ადგილი იქ არ არის, სადაც მშვიდობა, სიკეთე და ადამიანური ურთიერთობაა.

"ფონიჭალაში 28 დაზარალებული ოჯახის გარდა, ბიძინა ივანიშვილმა ათასობით ოჯახს გაუწოდა დახმარების ხელი.

ან ოჯახებს როგორ დაითვლი, როდესაც საქართველო გადაარჩინა ომს, ნგრევას, შიმშილს და განვითარების გზაზე გაიყვანა.

არ ხედავთ, არ უფასებთ. არც გთხოვთ არავინ. ჩვენ ვხედავთ - ჩვენ ვუფასებთ! დიახ, ჩვენ, ამ ქვეყნის 1 200 000 მოქალაქე!

თქვენ, არც კახი კალაძის შრომას ხედავთ. არც ეს გვიკვირს. უმადურ, დაუნახავ ადამიანს ჩარჩოში ვერ მოაქცევ. არც უნდა ეცადო, არ აქვს აზრი.

დარჩით თქვენს ბოღმაში! დარჩით იქ, საიდანაც ვერ ამოხვალთ! დარჩით იქ, სადაც თქვენი - შეუმდგარი ადამიანების ადგილია.

ჩვენ წინ წავალთ. წინ, სადაც მშვიდობა, სიკეთე, ადამიანური ურთიერთობა და ღიმილი - დაფასებული და მადლობის მთქმელი ღიმილის ადგილია.
ჩვენს გვერდით თქვენი ადგილი არ არის! არ გამოვა ეს, შეუძლებელია… “- წერს ლაშა გეგეჭკორი.

დღის ამბები