29 სექტემბერი 2026,   23:04
ვრცლად
ფაქტი, რომ ოპოზიციის წარმომადგენლები მალავდნენ კვლევის შედეგებს, მიუთითებს, თუ რაოდენ მძიმე მდგომარეობაში არიან ისინი - გიორგი კახიანი IRI-ის კვლევაზე

"ის ფაქტი, რომ ეს ოპოზიციის წარმომადგენლები მალავდნენ კვლევის შედეგებს, მიუთითებს იმაზე, თუ რაოდენ მძიმე მდგომარეობაში არიან ისინი," - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი კახიანმა განაცხადა, რითაც IRI-ის სკანდალურ კვლევას გამოეხმაურა.

კახიანის შეფასებით, კვლევა არის იმ პოლიტიკის შედეგი, რასაც ოპოზიცია წარმართავს.

"ამ კვლევის შედეგებით, რომლებიც შემთხვევით გაჩნდა და ცნობილი გახდა საზოგადოებისთვის, ფიქსირდება IRI-ს კვლევებით, თავად IRI-ს კვლევებითაც კი ფიქსირდება, ყველაზე მაღალი მაჩვენებელი "ქართული ოცნების" სასარგებლოდ, თუკი როდისმე IRI-ს კვლევებში ეს გამოჩენილა.
ამის საპირისპიროდ, ყველაზე დაბალი მაჩვენებელი ზოგადად, მთლიანად რადიკალური ოპოზიციისთვის ჯამში აღებული, ხომ? - ანუ, ეს არის რეალურად იმ პოლიტიკის შედეგი, რომელსაც, ერთი მხრივ, ხელისუფლება ახორციელებს და მეორე მხრივ, იმ მავნებლური საქმიანობის შედეგი, რომელსაც რადიკალური ოპოზიციური ჯგუფები მთელი ამ ხნის განმავლობაში წარმართავდნენ," - აღნიშნა გიორგი კახიანმა.

რატომ დამალა ოპოზიციამ IRI-ის კვლევა, რომელიც თავად დაუკვეთა?! - სოციალურ ქსელში შედეგები გავრცელდა, რომლის მიხედვითაც, ოპოზიციურ პარტიებს მხოლოდ 1% ან 2% აქვთ, ჯამში კი 16%. "ქართული ოცნების" შედეგი ალოკაციის გარეშე 36%, ალოკაციით კი 55%. საერთაშორისო რესპუბლიკურ ინსტიტუტს "ქართული ოცნებისთვის" 36% არცერთ კვლევაში არ დაუწერია.

მმართველ გუნდში ამბობენ, რომ "ქართული ოცნება" შედეგებით ისტორიულ მაქსიმუმზეა, ოპოზიცია კი ისტორიულ მინიმუმზე.

დღის ამბები