29 სექტემბერი 2026,   22:10
ვრცლად
"პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებული სარჩელი, დღეს იქნება თუ ხვალ, გახდება მტკიცებულება პირველ რიგში "ოცნების" წინააღმდეგ" - გიორგი შარაშიძე

ქვეყნის შიდა და საგარეო პოლიტიკაზე განცხადებები გაკეთდა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე - სესია დღეს ტრადიციულად პოლიტიკური გამოსვლებით გაიხსნა.
დარბაზში იყო კამათი და ისმოდა ურთიერთბრალდებები. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა კიდევ ერთხელ შეაჯამა პრემიერ-მინისტრის გამოსვლა გაეროში.

მმართველმა გუნდმა უპასუხა ოპონენტების განცხადებებს პარტიების აკრძალვის შესახებ, "ქართული ოცნების" საკონსტიტუციო სარჩელთან, განათლების რეფორმასთან და სისტემაში არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით.

პარლამენტის ფრაქცია "საქართველოსთვის" წევრის, გიორგი შარაშიძის განცხადებით, პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოში წარდგენილი სარჩელი, რომელშიც მისი პარტიაც არის მოხსენიებული, პოლიტიკური პლურალიზმისა და განსხვავებული აზრის შეზღუდვას ემსახურება.

„ეს თქვენი ე.წ. სარჩელი, პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით, სადაც ჩვენი პარტიაც დაამატეთ, ეს სარჩელი თქვენ ყველას წაკითხული გაქვთ თუ არა? ჩვენი პარტიის ამ სარჩელში შეყვანით, თქვენ ქვეყანაში განსხვავებული აზრი, პოლიტიკური პლურალიზმი და დემოკრატია გამოაცხადეთ არაკონსტიტუციურად. ეს სარჩელი, დღეს იქნება თუ ხვალ, გახდება მტკიცებულება პირველ რიგში "ოცნების" წინააღმდეგ", - აცხადებს პარლამენტის ფრაქცია "საქართველოსთვის" წევრი გიორგი შარაშიძე.

დღის ამბები