26 სექტემბერი 2021,   16:50
ვრცლად
მეფის რუსეთის წინააღმდეგ აჯანყებისა მოთავე, სვანეთის სოფელი ხალდე ახალ სიცოცხლეს იბრუნებს

სოფელი სვანეთში, რომელიც მეფის რუსეთის წინააღმდეგ აჯანყებისა მოთავე იყო და ამის გამო ის მიწასთან გაასწორეს, ახალ სიცოცხლეს იბრუნებს. 145 წლის წინ ბოლომდე გაწეული წინააღმდეგობის გამო სოფელი ხალდეს მოსახლეობის უმეტესობა დახოცეს, ნაწილი გადაასახლეს. სოფელი კი თავის კოშკებიანად გაანადგურეს. აიკრძალა ხალდეში დასახლება, თუმცა ახლა სოფელში უკვე ოთხი ოჯახი ცხოვრობს.

ხელისუფლება ხალდეს აღდგენისთვის ემზადება. ამის შესახებ ინფორმაცია ადგილობრივებს კულტურის მინისტრმა მიაწოდა. თეა წულუკიანი ხალდეში აჯანყების წლისთავთან დაკავშირებით ღონისძიებას დაესწრო.


დღის ამბები