წყნეთს მალე განახლებული რეკრეაციული სივრცე ექნება. 4 000 კვადრატულ მეტრ მიწის ფართობზე ახალი პარკი გაშენდება. სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. წყნეთის ტყე პარკი, რომელიც წლების განმავლობაში ადგილობრივების თავშეყრის მთავარი ადგილი იყო განახლებული იერსახით ერთ თვეში დაბრუნდება.
გასართობი სივრცეები, ფეხბურთის და კალათბურთის მოედნები, დასასვენებელი პავილიონები- ყველა ასაკის ადამიანზეა გათვლილი. პროექტის დიდი ნაწილი უკვე შესრულებულია. ამ დროისთვის ეწყობა საფეხმავლო ბილიკები და განათების სისტემა და საჭირო ინფრასტრუქტურა.
გარემოზე ზრუნვა და რეკრეაციული სივრცეების მოწყობა- დედაქალაქის მერიის ერთ-ერთ მთავარი პრიორიტეტია. მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს დღეს კახა კალაძე გაეცნო.
წყნეთის ტყე პარკის ტერიტორიაზე პარკის მოწყობისთვის საჭირო სამუშაოები მიმდინარე წლის ბოლომდე დასრულდება. პროექტი დედაქალაქის ბიუჯეტიდან მილიონი ლარით დაფინანსდა.