20 ივნისი 2021,   04:59
ვრცლად
საქართველოში ჰაერის ტემპერატურა +35 გრადუსამდე მოიმატებს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 16-17 მაისს დასავლეთ საქართველოში უნალექო და ცხელი ამინდი შენარჩუნდება. ჰაერის ტემპერატურა +30, +35 გრადუსია მოსალოდნელი. 17 მაისს სითბოს ფონზე ზოგან იწვიმებს. ჰაერის ტემპერატურა 5-6 გრადუსით დაიკლებს. 

"16-17 მაისს აღმოსავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონში შედარებით მაღალი ტემპერატურის ფონზე (+25, +30 გრადუსი), ძირითადად ღამისა და საღამოს საათებში, მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით და სეტყვა.

თბილისში ღამისა და საღამოს საათებში შესაძლოა მცირე ხანმოკლე წვიმა ელჭექით აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა +28, +30 გრადუსი დაფიქსირდება," – აღნიშნულია ინფორმაციაში.

დღის ამბები