21 სექტემბერი 2026,   21:34
ვრცლად
2026 წლის იანვარ-აგვისტოში, საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვის მაჩვენებელი, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 8.4%-ით მეტია - საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2026 წლის იანვარ-აგვისტოში, საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 17 926.9 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 8.4 პროცენტით მეტია.

აქედან, ექსპორტი 5 422.5 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს (გაიზარდა 22.1 პროცენტით), ხოლო იმპორტი 12 504.4 მლნ. აშშ დოლარს (გაიზარდა 3.4 პროცენტით). საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2026 წლის იანვარაგვისტოში 7 081.8 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 39.5 პროცენტია.

საქართველოს საგარეო ვაჭრობაში ჩამოყალიბებულ ზოგად ტენდენციებს ასახავს გრაფიკული გამოსახულება, 2023-2026 წლების დინამიკური მწკრივის მიხედვით:

 

ქვემოთ მოცემული ცხრილი აჩვენებს 2024-2026 წლებში ექსპორტ-იმპორტის ყოველთვიურ დინამიკას აბსოლუტურ მაჩვენებლებში, ასევე მათ პროცენტულ ცვლილებას წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით.

2026 წლის იანვარ-აგვისტოში ათი უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 68.8 პროცენტი შეადგინა. უმსხვილესი საექსპორტო სამეული შემდეგნაირად ჩამოყალიბდა: ყირგიზეთი (577.6 მლნ. აშშ დოლარი), ჩინეთი (543.7 მლნ. აშშ დოლარი) და რუსეთი (500.7 მლნ. აშშ დოლარი).

დღის ამბები