20 ივნისი 2021,   05:01
ვრცლად
ბოლო 24 საათში რუსეთმა დონბასში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი 20-ჯერ დაარღვია

უკრაინული მხარის ინფორმაციით, ბოლო 24 საათში რუსეთმა დონბასში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი 20-ჯერ დაარღვია. საპასუხო ცეცხლი გახსნეს უკრაინის სამხედროებმაც.

დაშავდა 2 უკრაინელი ჯარისკაცი. მათ პირველადი სამედიცინო დაწესებულება გაუწიეს და საავადმყოფოში გადაიყვანეს.

დღეს დილით კი, რუსულმა მხარემ ცეცხლი დონბასში ერთხელ გახსნა. დარღვევების შესახებ უკრაინამ  ეუთოს წარმომადგენლობას უკვე შეატყობინა.

დღის ამბები