16 ივნისი 2026,   11:29
ვრცლად
"ალბათ მეგობრებმა უღალატეს..." - რა ვერსია აქვს სტამბოლში მოკლული თეო თუაშვილის ოჯახს

სტამბოლში სასტიკად მოკლული ახალგაზრდა ქალის ოჯახი ქართველი სამართალდამცველებისა და საგარეო უწყებისგან ცხედრის დროულად გადმოსვენებაზე დახმარებას ითხოვს. ისინი მომხდარის მიზეზებზე ვერ საუბრობენ და იმედოვნებენ, რომ დამნაშავეები პასუხს აგებენ.

მომხდარზე საუბარი უჭირს მოკლულის მამასაც.  

"ალბათ, ვინმესთან რამე ითქვა იქ, მეგობრებმა უღალატეს, ეს ვერსია გამაჩნია მე, სხვა არაფერი..." - ამბობს ავთანდილ თუაშვილი.

თეო თუაშვილსა და მის მეუღლეს საკუთარ ბინაში სასტიკად გაუსწორდნენ. ქალს სასიკვდილო ჭრილობები დანით ჰქონდა მიყენებული - ის ადგილზე დაიღუპა, მეუღლე - პაკისტანის მოქალაქე, ამ დრომდე უგონო მდგომარეობაში, კლინიკაშია მოთავსებული.

ამავე თემაზე
დღის ამბები