იტალიის სენატის პრეზიდენტის იგნაციო ლა რუსას შეფასებით, ჰიბრიდული საფრთხეების პირობებში დემოკრატიის შესანარჩუნებლად, აუცილებელია მტკიცე და შეთანხმებული მოქმედება და რადგან გლობალური მანიპულაციების რისკები მკვეთრად გაიზარდა, მხოლოდ ცალკეული ქვეყნების ძალისხმევა საკმარისი აღარ არის - პასუხი ფართო, საერთაშორისო მასშტაბის უნდა იყოს.
იგნაციო ლა რუსამ ასევე ხაზი გაუსვა, რომ თანამედროვე გამოწვევების დასაძლევად, ქვეყნებსა და ხალხებს შორის დიალოგი მთავარი ბერკეტია.
"დემოკრატიული მდგრადობა მოითხოვს, რომ იმ საფრთხეების წინაშე, რომლებზეც ვსაუბრობთ, მტკიცე და თანმიმდევრული პოზიცია შევინარჩუნოთ. ბოლო წლებში მანიპულაციების საფრთხე და რისკი ათჯერ გაიზარდა. ამ გამოწვევაზე ჩვენი პასუხი მხოლოდ ეროვნულ დონეზე ვერ შემოიფარგლება. ის უნდა იყოს კოლექტიური, ევროპული და საერთაშორისო.
მე მტკიცედ მჯერა, რომ საზოგადოებას შორის დიალოგი ჩვენი დროის გლობალურ გამოწვევებთან გამკლავების უმთავრესი გზაა", - აცხადებს ლა რუსა.