16 ოქტომბერი 2026,   03:37
ვრცლად
ფრანგები თავის ქვეყანას მიხედავენ. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ქართველი ხალხის ინტერესებზე ვილაპარაკოთ - ხატია დეკანოიძე

საფრანგეთი უცხოური ჩარევებისა და გავლენების წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ კანონს იღებს. გამკაცრებულ ზომებს კომიტეტის დონეზე მხარი უკვე დაუჭირა სენატმა. საარჩევნო მანიპულაცია უცხოური ძალის სასარგებლოდ ან ჩარევა, დაისჯება 6 წლამდე პატიმრობით. იქმნება სპეციალური სასამართლო პროცედურა.

პარტია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრის, ხატია დეკანოიძის თქმით, საფრანგეთი თავის თვს თვითონ მიხედავს.

"ფრანგები თავის ქვეყანას მიხედავენ. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ქართველი ხალხის ინტერესებზე ვილაპარაკოთ. ევროპის კავშირი მშვიდობის და კეთილდღეობის ქოლგა, თავის თავს მიხედავს", - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ როცა საქმე ევროკავშირის ქვეყნებს ეხება, უცხოური ჩარევისა და დეზინფორმაციის წინააღმდეგ მიმართული მკაცრი ზომები დემოკრატიული ინსტიტუტების დაცვად ფასდება, მაშინ როდესაც ანალოგიური შინაარსის ქართული ინიციატივები კრიტიკის საგანი ხდება.

დღის ამბები