ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო აქციების ფონზე, ალბანეთის პრემიერ-მინისტრმა ედი რამამ განაცხადა, რომ დემონსტრანტების მოთხოვნის მიუხედავად გადადგომას არ აპირებს.
მან პროტესტის ორგანიზატორები და ოპოზიცია ძალადობასა და ვანდალიზმში დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ პროტესტის მონაწილეები ალბანეთის უკან დახევას ცდილობენ.
პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ კანონდამრღვევი ყველა პირი პასუხს აგებს.
"ეს იმ ადამიანების ხელია, რომლებიც ყოველ ჯერზე ალბანეთის უკან დახევას ცდილობენ, როდესაც ქვეყანა წინ მიიწევს. ეს არის ოპოზიციის ხელი, რომელიც ნიღბებით, ცეცხლითა და რკინით ცდილობს ალბანეთი იმ მდგომარეობაში დააბრუნოს, რომელშიც ქვეყანა აღარასოდეს დაბრუნდება", - განაცხადა ედი რამამ.
"ყველა, ვისაც ჰგონია, რომ კანონი მას ვერ მისწვდება, ცდება. კანონდარღვევაზე პასუხისმგებლობა თითოეულ ადამიანს ეკისრება და ყველა, ვისაც ამ არეულობაში წვლილი მიუძღვის, აუცილებლად აგებს პასუხს", - აღნიშნა ალბანეთის პრემიერ-მინისტრმა.
ლუკა ჩლაიძე