26 თებერვალი 2021,   22:28
ვრცლად
ზუგდიდში მომხდარი მკვლელობის საქმეზე დაკავებულ 22 წლის ახალგაზრდას ბრალი ოფიციალურად წარედგინა

ზუგდიდში მომხდარი მკვლელობის საქმეზე დაკავებულ 22 წლის ახალგაზრდას ბრალი ოფიციალურად წარედგინა.

სამართალდამცავებმა დაკავებულს ბრალი ორი, 108-ე - განზრახ მკველობისა და 187-ე მუხლის მეორე ნაწილით - სხვისი ნივთის დაზიანების მუხლებით წარუდგინეს.

ადვოკატის ინფორმაციით, დაკავებული დანაშაულს აღიარებს. რაც შეეხება აღკვეთის ღონისძიებას, საქმეზე ზუგდიდის რაიონული სასამართლო, სავარაუდოდ, ხვალ იმსჯელებს.

გამოძიების ინფორმაციით, ზუგდიდში, ბარამიას დევნილთა დასახლებაში ორი დღის წინ ახალგაზრდა მამაკაცმა ბინის მეპატრონე ჯერ ცივი იარაღით მოკლა, შემდეგ კი, კვალის დაფარვის მიზნით, ბინაში ხანძარი გააჩინა. დანაშაულის მოტივად შურისძიება სახელდება.

დღის ამბები