09 აგვისტო 2020,   02:56
ვრცლად
10 თვის ჩვილს კორონავირუსი PCR ტესტით ორჯერ დაუდასტურდა - ექიმის თქმით, ბავშვს COVID ინფექციაზე ანალიზი მესამედაც ჩაუტარდება

რა გახდა 10 თვის ჩვილის COVID-19-ით დაინფიცირების მიზეზი - ბავშვთა ინფექციური საავადმყოფოს ექიმი ნინო გაბისონიამ "დღის კურიერის" ეთერში საუბრისას განაცხადა, რომ მიზეზების დასადგენად ეპიდემიოლოგები მოკვლევას განაგრძობენ. მისი თქმით, ჩვილთან კონტაქტში მყოფ 15 პირს კორონავირუსზე ტესტირება უკვე ჩაუტარდა, მათ შორისაა ბავშვის ბებია და პაპა. ინფიცირების წყარო ჯერჯერობით უცნობი რჩება.

ნინო გაბისობია PCR ტესტის ცდომილებას გამორიცხავს, რადგან როგორც მან "დღის კურიერთან" საუბრისას აღნიშნა 10 თვის ჩვილს კორონავირუსზე ტესტი 2-ჯერ ჩაუტარდა, თუმცა, ექიმი იამასაც ამბობს, რომ ეპიდემიოლოგები, სავარაუდოდ ანალიზის პასუხს კიდევ ერთხელ გადაამოწმებენ.

ნინო გაბისონიამ ბავშვის ინფიცირების შესაძლო წყაროზეც ისაუბრა. მისი თქმით, ინფიცირებული ბავშვის დეიდის ოჯახი გარე ვაჭრობით არის დაკავებული და შესაბამისად ბევრ ადამიანთან აქვს კონტაქტი. ექიმის თქმით, ბავშვს კონტაქტი ბევრ ადამიანთან ჰქონდა, თუმცა კონკრეტულად ვინ იყო მისი ინფიცირების წყარო, ამას ეპიდემიოლოგები დაადგენენ.

დღის ამბები