10 აგვისტო 2020,   20:28
ვრცლად
საქართველოში კორონავირუსის 3 ახალი შემთხვევა დადასტურდა

საქართველოში კორონავირუსის 3 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ექიმების ინფორმაციით, სამივე შემთხვევა იმპორტირებულია. ინფიცირებულთაგან ორი სატვირთო ავტომობილის მძღოლია.

საერთო ჯამში ქვეყანაში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 951 გახდა.

"ჩვენთან კორონავირუსით ინფიცირებული 23 პაციენტი გადის მკურნალობას. მათი მდგომარეობა სტაბილურია, გვყავს საშუალო სიმძიმის და საშუალოზე მსუბუქი პაციენტები. დღეს ახალი პაციენტი არ შემოსულა და რამდენიმე პაციენტთან 48 საათში ველოდებით გამოჯანმრთლებას,"- აცხადებს ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა.

გვიან ღამით დადასტურდა ინფიცირების ორი ფაქტი აჭარაშიც. ერთი მედპერსონალია. მეორე კი ქვეყანაში სარფის საბაჟოდან შემოვიდა.

პირები, ვისთანაც მას კონტაქტი ჰქონდა თვითიზოლაციაში არიან. ორივე ინფიცირებული ახლა ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოშია მოთავსებული. აჭარაში Covid-19-ით სულ 5 პაციენტი მკურნალობს.

დღის ამბები