26 ნოემბერი 2020,   19:13
ვრცლად
გიორგი ვოლსკი თქმით, ნინო ქადაგიძის კანდიდატურასთან დაკავშირებით გუნდში პოზიციები უნდა შეჯერდეს

პირველი ვიცე-სპიკერის გიორგი ვოლსკის განცხადებით, ნინო ქადაგიძის კანდიდატურასთან დაკავშირებით გუნდში პოზიციები უნდა შეჯერდეს.

ვოლსკი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე ნინო ქადაგიძის კანდიდატურის შერჩევას გამოეხმაურა.

"განხილვა შედგება დადგენილი რეგლამენტის მიხედვით, რაც შეეხება პროტესტს, მიჩვეულები ვართ. სულ პროტესტი ისმის. მაგრამ საკმაოდ ინტენსიური და ხანგრძლივი გამოკითხვა  და განხილვა იყო ამ კანდიდატურის. მე არ მისაუბრია ჯერ ჩემს კოლეგებთან ამ საკითხთან დაკავშირებით და გვექნება, რასაკვირველია, პოზიცია შეჯერებული," - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე ნინო ქადაგიძის კანდიდატურა შეირჩა. გადაწყვეტილება იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ დღევანდელ სხდომაზე მიიღო. ქადაგიძეს ნდომა საბჭოს 12-მა წევრმა გამოუცხადა. კანდიდატურა განსახილველად პარლამენტს გადაეგზავნება. დეპუტატთა სრული მხარდაჭერის შემთხვევაში, ქადაგიძე უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტს 10 წლის ვადით დაიკავებს. გადაწყვეტილების მიღებამდე იყო მოლოდინი, რომ პოსტზე შალვა თადუმაძეს აირჩევდნენ.

 

დღის ამბები