24 იანვარი 2021,   16:46
ვრცლად
ჩინეთიდან საქართველოს კიდევ სამი მოქალაქე ჩამოვიდა - ისინი ამ წუთებში აეროპორტში სამედიცინო შემოწმებას გადიან

საქართველოს სამი მოქალაქე ჩინეთიდან ცოტა ხნის წინ დაბრუნდა. მოქალაქეებმა კორონავირუსის საფრთხის ფონზე გაუქმებული ფრენების გამო, დასაბრუნებლად დახმარება საქართველოს დიპლომატიურ უწყებას სთხოვეს.

საქართველოს მოქალაქეებმა ჩინეთი დუბაის გავლით დატოვეს. ეკონომიკის სამინისტროს დავალებით, მათი ტრანსპორტირება "საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ" უზრუნველყო.

მოქალაქეები Fly Dubai-ს რეისით ჩამოფრინდნენ, ისინი ამ წუთებში აეროპორტში შემოწმებას გადიან. 

დღის ამბები