28 ნოემბერი 2021,   22:22
ვრცლად
ფესტივალი გურჯაანში - ღონისძიებაზე პრეზიდენტმა ქართული ღვინო დააგემოვნა და ჩურჩხელები ამოავლო

გურჯაანში ღვინის ფესტივალი მიმდინარეობს. ქართული ღვინის დღეების ფარგლებში, ახტალის პარკის მიმდებარედ, 200-ზე მეტი სხვადასხვა ტიპის, ფერისა და სიძველის, ღვინო და ჭაჭაა წარმოდგენილი.

ღონისძიებას საქართველოს პრეზიდენტი დაესწრო. სალომე ზურაბიშვილმა დაათვალიერა წარმოდგენილი თემატური პავილიონები, დააგემოვნა ღვინო და ჩურჩხელაც ამოავლო. პრეზიდენტმა მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართა და ქართული ღვინის მნიშვნელობაზე ისაუბრა.


სალომე ზურაბიშვილის თქმით, ტურისტების სიმრავლე ადასტურებს, რომ ქართული ღვინის სახელი მსოფლიოში ცნობილია.

"ეს არის ქართული ღვინის, საქართველოს ზეიმი და აღორძინება. ის, რომ ჩვენ გავიტანეთ ჩვენი ღვინის სახელი საზღვარგარეთ, დასტურია დღეს აქ ტურისტების სიმრავლით,"- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. 
გურჯაანის ღვინის ფესტივალი წელს უკვე მესამედ, გურჯაანის მაჟორიტარ-დეპუტატის  დავით სონღულაშვილის პატრონაჟით იმართება.

დღის ამბები