21 ნოემბერი 2026,   14:34
ვრცლად
თბილისის პროკურატურის თაღლითობის სისხლის სამართლის საქმეებზე საპროცესო ხელმძღვანელობის სამმართველომ, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა

თბილისის პროკურატურის თაღლითობის სისხლის სამართლის საქმეებზე საპროცესო ხელმძღვანელობის სამმართველომ, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა.

ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. უწყების ცნობით, სამართალდამცველებმა ბრალდებული სასამართლოს განჩინების საფუძველზე დააკავეს:

"შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების მიზნით, ბრალდებულმა დაზარალებულებს შესთავაზა ყოველთვიური მოგების სანაცვლოდ სავალუტო ბიზნესსაქმიანობაში თანხების დაბანდება. ამასთან დააიმედა ისინი, რომ ძირითადი საბრუნავი ფინანსური საშუალებები ყოველთვის გააჩნდა ქეშად და  მოთხოვნის შემთხვევაში ნებისმიერ დროს შეძლებდნენ ე.წ. ძირი თანხის გატანას. ამ მოჩვენებითი გარიგების საფუძველზე, ბრალდებულმა დაზარალებულებს 187 960 ლარი გამოართვა და პირადი მიზნებისთვის განკარგა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული სასამართლოს განჩინების საფუძველზე დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (თაღლითობა დიდი ოდენობით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 6 წლიდან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ითვალისწინებს.

პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა,"- აღნიშნულია განცხადებაში. 

დღის ამბები