21 ნოემბერი 2026,   13:36
ვრცლად
დონალდ ტრამპის განცხადებით, ვლადიმირ პუტინმა მასთან შეხვედრაზე უკრაინასთან ომის დიპლომატიური გზით დასრულების სურვილი გამოხატა

დონალდ ტრამპის განცხადებით, ვლადიმირ პუტინმა მასთან შეხვედრაზე უკრაინასთან ომის დიპლომატიური გზით დასრულების სურვილი გამოხატა.

აშშ-ის პრეზიდენტმა თეთრ სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ლიდერებმა ამ საკითხზე 19 ნოემბერს, ჩინეთის ქალაქ შენჟენში გამართული სამიტის ფარგლებში ისაუბრეს. ტრამპის თქმითვე, რუსეთის პრეზიდენტმა შეხვედრაზე კიდევ ერთხელ გამოთქვა უკმაყოფილება იმის გამო, რომ, წინა ადმინისტრაციის პირობებში შეერთებული შტატები რუსეთს "ცუდად ეპყრობოდა".

"ორმხრივი შეხვედრა გამართე რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან. მან მკაფიოდ გამოხატა სურვილი, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის მიმდინარე ომი დიპლომატიური გზით დასრულდეს. ასევე ვესაუბრე ჩვენს წარმომადგენლებს. პრობლემა ისაა, რომ პრეზიდენტ ზელენსკის და პრეზიდენტ პუტინს ერთმანეთის მიმართ უზარმაზარი სიძულვილი აქვთ, რაც საქმეს ართულებს.

მიუხედავად ამისა, მოლაპარაკებები ძალიან კარგად მიმდინარეობს. ვფიქრობ, არსებობს რეალური შანსი, რომ ამ საკითხს მოვაგვარებთ. ამ აბსურდულ ომში ყოველთვიურად 25 000 ჯარისკაცი იღუპება - ძირითადად სამხედროები, თუმცა არა მხოლოდ ისინი. გულახდილად რომ ვთქვათ,2020 წელს ამერიკაში არჩევნები რომ არ გაეყალბებინათ - ეს ყველაფერი არასდროს მოხდებოდა. ეს ომი საერთოდ არ დაიწყებოდა. პუტინმაც ეს თქვა გუშინ საღამოს. მე პირდაპირ ვკითხე: "პრეზიდენტი რომ ვყოფილიყავი, მაინც შეიჭრებოდით უკრაინაში?" მან მიპასუხა - არა, ეს არასდროს მოხდებოდაო. ჩვენმა ქვეყანამ ეს სიტუაცია ძალიან ცუდად მართა - მართლაც ძალიან ცუდად,"- აცხადებს ტრამპი.

დღის ამბები