ფონიჭალაში მომხდარი ტრაგედიის გამო, ხვალ საქართველოში გლოვის დღეა. ამ ეტაპზე ტრაგედიის ადგილზე, გაწმენდითი სამუშაოები დასრულდა. თუმცა, ამ დრომდე აღნიშნული ტერიტორია ყვითელი ლენტით არის შემოსაზღვრული.
შემთხვევის ადგილზე კვლავ ექსპერტ-კრიმინალისტები და სპეციალისტები მუშაობენ. მიმდინარეობს მტკიცებულებების მოპოვების ეტაპი, რათა დადგინდეს რეალური მიზეზი, თუ რამ გამოიწვია ძლიერი აფეთქება.
მეხანძრე-მაშველებს კი, უსაფრთხოების ნორმების დაცვით, მოსახლეობა კორპუსში შეჰყავთ და პირადი ნივთების გამოტანაში ეხმარებიან.
ადგილობრივი მოსახლეობის ინიციატივით მოწყობილია სივრცე, სადაც მოქალაქეები დილიდან იკრიბებიან. გამოტანილი აქვთ გარდაცვლილი ადამიანების ფოტოები, სიმბოლურად პატივს მიაგებენ მათ ხსოვნას, მიაქვთ ყვავილები, სანთლები, სათამაშოები და მომხდარის გამო მწუხარებას გამოხატავენ.
მაცხოვრებლები ტრაგედიის დღეს იხსენებენ და ამბობენ, რომ აფეთქება იმდენად ძლიერი იყოს, რომ გვერდით არსებული ბინებიც დაზიანდა.