16 ნოემბერი 2026,   15:41
ვრცლად
დავით მათიკაშვილი: კომიკურ მდგომარეობაში იგდებს ბრიუსელის ბიუროკრატია თავს - ეს არის თვითდაზიანების რეჟიმი, რომელშიც ბრიუსელის ბიუროკრატია იმყოფება განგრძობად რეჟიმში, მას შემდეგ, რაც თვითონ შეაჩერეს დიალოგი საქართველოსთან

ბრიუსელში დაგეგმილ დღევანდელ ღონისძიებებში საქართველო მონაწილეობას არ მიიღებს, მათ შორის, არც დაკავშირებადობის მინისტერიალში. როგორც "კურიერს" საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ამის მიზეზია ის, რომ ქვეყანას შესაბამის დონეზე მოწვევა არ მიუღია.

უწყების განცხადებით, საქართველო რჩება ევროკავშირთან კონსტრუქციული თანამშრომლობის ერთგული და მზად არის, მიიღოს მონაწილეობა შეხვედრებში შესაბამის დონეზე მოწვევის შემთხვევაში. მათივე თქმით, აღნიშნული პოზიცია ცნობილია ბრიუსელისთვის.

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, დავით მათიკაშვილის შეფასებით, საქართველოსთან მიმართებაში მსგავსი ქცევებით ბრიუსელის ბიუროკრატია თავს კომიკურ სიტუაციაში იგდებს და ადრე თუ გვიან მოუწევს გაბუტულის პოზიციას გადახედოს.

"სრულიად კომიკურ მდგომარეობაში იგდებს ბრიუსელის ბიუროკრატია თავს. მაშინ, როდესაც შუა დერეფნის ალტერნატივა პრაქტიკულად არ არსებობს აღნიშნული კონფლიქტების გათვალისწინებით, როგორც ჩრდილოეთ, ასევე სამხრეთ დერეფნებთან მიმართებით, საქართველო, მიუხედავად ყველა ფაქტორისა, საქართველოსთან მიმართებით ბრიუსელის ბიუროკრატია ინარჩუნებს გაბუტულის პოზას და საქართველო, რომელიც მაღალი რანგით უნდა იყოს წარმოდგენილი, რა თქმა უნდა, მსგავს პლატფორმებში ცოტა არ იყოს უღირსი დამოკიდებულის ჭრილში გვაფასებდა და სათანადო რეაქციაც გაგვაჩნია ყველა ასეთ ქმედებაზე.

ეს არის თვითდაზიანების რეჟიმი, რომელშიც ბრიუსელის ბიუროკრატია იმყოფება განგრძობად რეჟიმში, მას შემდეგ, რაც მათ თვითონ შეაჩერეს დიალოგი საქართველოსთან, ამ მოცემულობას ადრე თუ გვიან აუცილებლად გაუსწორებს თვალს ბრიუსელის ბიუროკრატია, თუ არ იქნება დღევანდელი ბიუროკრატია, ევროპული ქვეყნები", - აცხადებს დავით მათიკაშვილი.

დღის ამბები