16 ნოემბერი 2026,   15:17
ვრცლად
ვფიქრობ, ის ადამიანები არა მხოლოდ კანონის წინაშე ჩადიან დანაშაულს, არამედ ჩემთვის მორალურადაც მიუღებელია - თენგო თევზაძე ნარკოტიკების გამსაღებლებზე და ჯაფარიძის განცხადებზე

ნარკოტიკის გამსაღებელი არ უნდა ისჯებოდეს - ასეთია ოპოზიციონერი პოლიტიკოსის პოზიცია, რომელსაც ქვეყნის სათავეში მოსვლა სურს. ზურა გირჩი ჯაფარიძის თქმით ე.წ. ბარიგები დამნაშავეები არ არიან და ისინი კანონით არ უნდა ისჯებოდნენ.

ოპონენტის განცხადებას მორიგ ლუსტრაციას უწოდებს მმართველი გუნდი, სადაც ამბობენ, რომ რეალურად, ჯაფარიძეს და მის თანამოაზრეებს ისეთი სახელმწიფოს შექმნა სურთ, სადაც ნარკოტიკული საშუალებების გასაღება ნებადართული იქნება.

"კოალიცია ცვლილებისთვის" პოლიტიკური საბჭოს წევრის თენგიზ თევზაძის განცხადებით, ნარკოტიკების გამსაღებლების მიმართ მისი პოზიცია ცალსახაა - ისინი არა მხოლოდ კანონს არღვევენ, არამედ მათი საქმიანობა მორალურად მიუღებელია. 

"ნარკოტიკების რეალიზატორის, გამსაღებლის მიმართ არანაირ იდეოლოგიურ და მსოფლმხედველობრივ დისკუსიაში არ ვაპირებ შესვლას. მე ვფიქრობ, რომ ის ადამიანები არა მხოლოდ კანონის წინაშე ჩადიან დანაშაულს, არამედ ჩემთვის, თენგო თევზაძისთვის, მორალურადაც მიუღებელია", - აცხადებს "კოალიცია ცვლილებისთვის" პოლიტიკური საბჭოს წევრი თენგიზ თევზაძე.

დღის ამბები