ვფიქრობ, რომ ეუთოს ინტერესებში იქნებოდა საქართველოს თავმჯდომარეობა, თუმცა ვნახოთ, როგორი გადაწყვეტილება იქნება მიღებული, - საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს საქართველოს მიერ 2027 წელს ეუთოს თავმჯდომარეობასთან დაკავშირებით გაკეთებული განაცხადის შესახებ აღნიშნა.
პრემიერის თქმით, შეთავაზება გაკეთებულია და ქართული მხარე ელოდება შემხვედრ პოზიციას.
"ჩვენ მოთმინებით ველოდებით, როგორ განვითარდება პროცესები. ჩვენ გამოვხატეთ ჩვენი ინტერესი. ვფიქრობ, რომ ეუთოს ინტერესებში იქნებოდა საქართველოს თავმჯდომარეობა, თუმცა ვნახოთ, როგორი გადაწყვეტილება იქნება მიღებული. ჩვენი მხრიდან შეთავაზება არის გაკეთებული, ველოდებით შემხვედრ პოზიციას," - განაცხადა პრემიერმა.