16 ნოემბერი 2026,   15:18
ვრცლად
სასარგებლო ტრადიცია გახლავთ ბიზნესის და ხელისუფლების პირდაპირი შეხვედრის ფორმატი. მკაფიოდ გამოჩნდა სად იმყოფება დღეს ქართული ბიზნესი და რა მოლოდინები აქვს უახლოესი პერსპექტივის კუთხით -"გალფის" ბიზნესის განვითარების დირექტორი

"ბიზნეს გარემო საქართველოში - დიალოგი მთავრობასა და ბიზნესს შორის" - ამ სახელწოდებით თბილისში ბიზნესასოციაციის კონფერენცია მიმდინარეობს.

ღონისძიების მთავარი მიზანია კერძო სექტორსა და მთავრობას შორის პირდაპირი, ღია და შედეგზე ორიენტირებული დიალოგის წარმართვა ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკის, საინვესტიციო კლიმატისა და ბიზნესის განვითარების პერსპექტივების შესახებ.

კონფერენცია პრემიერ-მინისტრმა გახსნა. ღონისძიების ფარგლებში გაიმართა BAG ინდექსის პრეზენტაცია, რომლის კვლევის შედეგების მიხედვით შეფასდა ბიზნესის მიმდინარე განწყობები, არსებული ტენდენციები და კერძო სექტორის მოლოდინები.

"გალფის" ბიზნესის განვითარების დირექტორის, შავლეგ მიშველაძის შეფასებით, კვლევამ მკაფიოდ აჩვენა ქართული ბიზნესის მიმდინარე მდგომარეობა და უახლოესი პერსპექტივის მოლოდინები, ხოლო კითხვა-პასუხის ფორმატი სხვადასხვა სფეროსა და რეგულაციების კორექტირების შესაძლებლობებზე საინტერესო დისკუსიას დაეთმო.

"გრძელდება ტრადიცია და ძალზე სასარგებლო ტრადიცია გახლავთ, ბიზნესის და ხელისუფლების პირდაპირი შეხვედრის ფორმატი. მიმოხილვის მიღმა გახლდათ საქართველოს ბიზნეს ასოციაციის მიერ მომზადებული ტრადიციული კვლევა, სადაც ბიზნეს კლიმატი, სადაც ასევე ძალიან მკაფიოდ გამოჩნდა, თუ სად იმყოფება დღეს ქართული ბიზნესი და რა მოლოდინები აქვს უახლოესი პერსპექტივის კუთხით.

კითხვა-პასუხის ფორმატის გახლდათ, რომელიც ეხებოდა სხვადასხვა სფეროს, სხვადასხვა რეგულაციის შესაძლებლობას ან დაკორექტირებას და ძალზე საინტერესოდ მიმდინარეობს შეხვედრა," - აღნიშნა "გალფის" ბიზნესის განვითარების დირექტორმა, შავლეგ მიშველაძემ.

"თეგეტა ჰოლდინგის" გენერალური დირექტორის, ეკატერინე ქავთარაძის განცხადებით კი, კერძო სექტორმა მთავრობისგან კონკრეტული უკუკავშირი მიიღო იმის შესახებ, თუ რა ნაბიჯები იდგმება თითოეული გამოწვევის გადასაჭრელად.

"ძალიან მნიშვნელოვანია ბიზნესსა და მთავრობის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა, დღევანდელი შეხვედრაც ამას ემსახურებოდა. გაჟღერდა ბიზნეს ასოციაციის მიერ ჩატარებული კვლევის შეჯამებული შედეგები, რომლის გარშემოც გამოტანილი იყო, როგორც ეკონომიკის წარმატებები, ასევე გამოწვევებიც. სწორედ ამ გამოწვევებზე იყო მთავრობის უკუკავშირი, თუ რა კეთდება თითოეული გამოწვევის მიმართულებით," - განაცხადა "თეგეტა ჰოლდინგის" გენერალურმა დირექტორმა, ეკატერინე ქავთარაძემ.

დღის ამბები