16 ნოემბერი 2026,   14:00
ვრცლად
პრემიერი: ​ენერგეტიკული აღმშენებლობა ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ჩვენი მიზანია, დღევანდელი დაახლოებით 4800 მეგავატიდან ელექტროენერგიის გენერაცია გავზარდოთ 11 500 მეგავატამდე, ეს არის ათწლიანი გეგმა, გაორმაგება უკვე დაგეგმილი გვაქვს 5-6-წლიან პერიოდში

ენერგეტიკული აღმშენებლობა არის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი, ჩვენი მიზანია, დღევანდელი დაახლოებით 4800 მეგავატიდან, ჩვენი ელექტროენერგიის გენერაცია გავზარდოთ 11 500 მეგავატამდე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ეს არის ათწლიანი გეგმა, თუმცა გაორმაგება უკვე დაგეგმილია 5-6-წლიან პერიოდში.

"ეს ითვალისწინებს, მათ შორის, მსხვილი ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობასაც, თქვენ იცით, რომ არის ასეთი 4 მსხვილი პროექტი და ამაზე აქტიურად მუშაობს ეკონომიკის სამინისტრო. რაც შეეხება, რა ფორმით იქნება დაფინანსებული ეს პროექტები, სხვადასხვა ვარიანტი განიხილება, მათ შორის სახელმწიფო შეიძლება შევიდეს კონკრეტული ფორმით, როგორც თანადამფინანსებელი, შეიძლება მთლიანი ინვესტიციით განხორციელდეს, ეს იქნება კონკრეტულ მოლაპარაკებებზე დამოკიდებული", - განაცხადა პრემიერმა.

დღის ამბები