16 ნოემბერი 2026,   13:56
ვრცლად
ალ. ჭავჭავაძისა და ალ. გრიბოედოვის ქუჩების კვეთაზე საავტომობილო მოძრაობა დროებით იზღუდება

ალექსანდრე ჭავჭავაძის ქუჩაზე მიმდინარე საგზაო სამუშაოების გამო, 16 ნოემბრის 18:00 საათიდან 17 ნოემბრის 18:00 საათამდე საავტომობილო მოძრაობა სრულად შეიზღუდება ალექსანდრე ჭავჭავაძისა და ალექსანდრე გრიბოედოვის ქუჩების კვეთაზე, - ინფორმაციას დედაქალაქის მერია ავრცელებს.

აღნიშნულ მონაკვეთზე მიმდინარეობს საგზაო სამუშაოების დასკვნითი ეტაპი. სამუშაოების ტექნიკური სპეციფიკიდან გამომდინარე, აუცილებელია საავტომობილო მოძრაობის დროებით შეზღუდვა.

შეზღუდვის პერიოდში ავტომობილების გადაადგილება შესაძლებელი იქნება ალ. გრიბოედოვის ქუჩის N18-დან ვ. სარაჯიშვილის ქუჩის მიმართულებით, ხოლო ალ. გრიბოედოვის ქუჩის N16-დან ბესიკის ქუჩის მიმართულებით.

მთაწმინდის რაიონის გამგეობა ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტის გამო.

დღის ამბები