16 ნოემბერი 2026,   15:19
ვრცლად
ხვიჩა კვარაცხელია ფრანგული ჟურნალის, GQ France-ის 2026 წლის რჩეული მამაკაცის ტიტულის მფლობელი გახდა

საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი და "პარი სენ-ჟერმენის" ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია ცნობილი ფრანგული ჟურნალის, GQ France-ის 2026 წლის რჩეული მამაკაცის ტიტულის მფლობელი გახდა.

გამოცემის შეფასებით, კვარაცხელიამ, რომელიც 2025-2026 წლების სეზონის ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა, გადამწყვეტი როლი ითამაშა პარიზული კლუბის მიერ ევროპის მთავარი საკლუბო ტურნირის ზედიზედ მეორედ მოგებაში. GQ-ს რედაქცია აღნიშნავს, რომ ქართველი ფეხბურთელი თანამედროვე ევროპული ფეხბურთის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფიგურაა.

დღის ამბები