04 ნოემბერი 2026,   08:53
ვრცლად
შალვა პაპუაშვილი ალიანსის ახალ ლოგოზე: ლოგოდან ამოიღეს, მაგრამ გულიდან ვერ ამოიღებენ - ეს კოლექტიური "ნაცმოძრაობაა" და ლოგოს და სიმბოლოებს მნიშვნელობა არ აქვს

ოპოზიციური "ალიანსის" ახალი ლოგო - "ნაციონალური მოძრაობის" გარეშე - სააკაშვილის პარტიასთან დაპირისპირების შემდეგ, ალიანსმა ნაციონალური მოძრაობა ლოგოდანაც ამოშალა.

მმართველ გუნდში, აცხადებენ, რომ ოპოზიცია პოლიტიკური ველიდან გამქრალია, ალიანსის ხელოვნურად შექმნის მიზანი კი საკუთარ მხარდამჭერებზე გათვლილი ნაბიჯი იყო.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი აღნიშნავს, ლოგოს და სიმბოლოებს არანაირი მნიშვნელობა აქვს, რადგანაც სპექტაკლი, თითქოს ისინი სხვადასხვა პარტიები არიან, ქართველ ხალხს არაერთხელ უნახავს:

"ლოგოდან ამოიღეს, მაგრამ გულიდან ვერ ამოიღებენ, ვინაიდან ეს კოლექტიური "ნაცმოძრაობაა" და ლოგოს და სიმბოლოებს მნიშვნელობა არ აქვს - იქ ვინ არ არის ნაცი, ბოკერია არ არის ნაცი, გვარამია არ არის ნაცი, თუ ჯაფარიძე არ არის ნაცი? ესენი ყველა იყვნენ "ნაცმოძრაობის" ფორმალური ლიდერები, არათუ რიგითი წევრები, იყვნენ "ნაციონალური მოძრაობის", პარტიის ლიდერები, ხელმძღვანელები, თავმჯდომარეები.
"ნაციონალური მოძრაობა" არიან ისინი, მათი გენეტიკური კოდი არის ნაციონალური მოძრაობა, ეს დანარჩენი სპექტაკლი რასაც დგამენ, თითქოს სხვადასხვა პარტია არიან და მერე ამ პარტიების ალიანსი კიდევ იშლება, ეს სპექტაკლი უკვე ქართველ ხალხს არაერთხელ გვაქვს ნანახი და ამ სპექტაკლს იმედი გვაქვს, რომ მალე წერტილს დაუსვამს საკონსტიტუციო სასამართლო, სადაც სწორედ ამას ვამტკიცებთ, რომ ეს არის ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ორგანიზმი, რომელთანაც ჩვენ საქმე გვაქვს" - აცხადებს შალვა პაპუაშვილი

დღის ამბები