"ქრისტიანულ მემკვიდრეობაში ასახული ქართული დეკორატიული ხელოვნება" - ქრისტიანობის 1 700 წლისთავისადმი მიძღვნილ გამოფენას რუსთავის ხელოვნების გალერეამ უმასპინძლა.
დამთვალიერებელმა თბილისისა და რუსთავის საკვირაო სკოლების მოსწავლეთა ნამუშევრებთან ერთად, თეიმურაზ მეორისა და ვახტანგ მეექვსის სუდარების ასლები და უნიკალური სამეუფეო სამოსი იხილა.
ექსპოზიციის პარალელურად, მსურველებმა ხატწერის, ოქრომკედით ქარგვისა და ხეზე კვეთის მასტერკლასებშიც მიიღეს მონაწილეობა.