02 ნოემბერი 2026,   13:45
ვრცლად
ფრანკფურტში საპროტესტო აქციაზე 100-ზე მეტი პოლიციელი დაშავდა - დაკავებულთა შორის არიან არასრულწლოვნებიც

მასობრივი არეულობის შედეგად, გერმანიის ქალაქ ფრანკფურტში 100-ზე მეტი პოლიციელი დაშავდა.

ადგილობრივი მედიის ცნობით, ქუჩაში გამოსული იყო 8 000-მდე დემონსტრანტი, აქედან 1 000-ზე მეტი ძალადობრივ ქმედებებში იყო ჩართული.

აქციის მონაწილეებმა დააზიანეს და გაძარცვეს 20-მდე მაღაზია; სამართალდამცველებს კი პიროტექნიკა და ქვები დაუშინეს. წესრიგის აღსადგენად მობილიზებული იყო 1 300-მდე პოლიციელი. დაკავებულია 54 პირი, მათ შორის არიან არასრულწლოვნებიც.

ძალადობრივი აქციები და შეტაკებები დაფიქსირდა ქალაქ კიოლნშიც.

დღის ამბები