31 ოქტომბერი 2026,   10:53
ვრცლად
დავით მათიკაშვილი: გამოვლენილი ინფორმაცია პირდაპირ ადასტურებს ჯო უილსონის მხრიდან მიდრეკილებას ქრთამის აღების სანაცვლოდ გარკვეული ქმედებების შესრულების, რასაც ის "ნაცმოძრაობის" თხოვნით და დაფინანსებით აკეთებდა

ჯო უილსონი მორიგ კორუფციულ სკანდალში ეხვევა - "ნაციონალური მოძრაობის" ამერიკელი ლობისტები შესაძლო დანაშაულის ცენტრში.

გავლენიანი გამოცემა ProPublica FBI-ის მასალებზე დაყრდნობით წერს, რომ კორუფციულ სქემაში მონაწილეობდნენ "რესპუბლიკელი" კონგრესმენი ჯო უილსონი, "დემოკრატი" კონგრესმენი ჯეიმს კლაიბერნი და გარდაცვლილი სენატორი ლინდსი გრემი.

ჟურნალისტური გამოძიების მიხედვით, პოლიტიკოსები წინასაარჩევნო შემოწირულობებისა და სხვა ფინანსური სარგებლის სანაცვლოდ, კერძო კომპანიებს სახელმწიფო კონტრაქტებისა და დაფინანსების მოპოვებაში ეხმარებოდნენ.

გამოძიების თანახმად, სამხედრო ტექნიკის მწარმოებელმა კომპანია Navatek-მა უილსონის, გრემის და კლაიბერნის ოფისებს, თითქმის 10 მილიონი დოლარის მოპოვებაში დახმარება სთხოვა. გასაჯაროვდა შიდა დოკუმენტებიც.

როგორც პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, დავით მათიკაშვილი აცხადებს, ამ ეტაპზე გამოვლენილი ინფორმაცია პირდაპირ ადასტურებს ჯო უილსონის მხრიდან ქრთამის აღების სანაცვლოდ გარკვეული ქმედებების შესრულებას, რასაც მაგალითად, საქართველოში "ნაცმოძრაობის" დაფინანსებით აკეთებდა.

"აქ უკვე საუბარია არა ლეგალურ ლობიზმზე, რომელიც "ფარას" მეშვეობით ვლინდება აშშ-ში, არამედ ისეთ კორუფციულ გარიგებაზე, სადაც აბსოლუტურად შეერთებულ შტატებშივე აკრძალულია და არალეგალურია პირდაპირ ფულის აღების თუ კონკრეტული საქმიანობის განხორციელების სანაცვლოდ, საარჩევნო პროცესების დაფინანსებაზეა საუბარი.

ჯო უილსონისთვის ეს ბრალდება რეალურია თუ არა, საზოგადოებამ ეს ძალიან კარგად იცის, ძალიან კარგად გვესმის ჩვენ თუ როგორ ფულზე და ქრთამზე ორიენტირებული, კორუფციაში ჩაფლული მოცემულობა შეიძლება იყოს "ნაცმოძრაობის" ამგვარი მხარდაჭერა კონგრესმენის მხრიდან, ხოლო პირდაპირ, უკვე აშშ-ის პრესაში, საგამოძიებო ორგანოებში, ამ ეტაპზე არ აქვს მნიშვნელობა ეს საქმე დახურულია თუ არა, ამ ეტაპზე გამოვლენილი და საზოგადოებისთვის მიწოდებული ინფორმაცია უკვე პირდაპირ ადასტურებს ჯო უილსონის მხრიდან მიდრეკილებას ქრთამის აღების სანაცვლოდ გარკვეული მოქმედებების შესრულებისა, რასაც ის არაერთგზის საქართველოსთან მიმართებით, "ნაცმოძრაობის" თხოვნითა და დაფინანსებით აკეთებდა", - აცხადებს დავით მათიკაშვილი.

დღის ამბები