27 ოქტომბერი 2026,   21:42
ვრცლად
"თბილსერვის ჯგუფი" დიდ დიღომში სანიაღვრე ქსელის მოწყობის სამუშაოებს ახორციელებს

"თბილსერვის ჯგუფი" დიდ დიღომში, სანიაღვრე ქსელის მოწყობის სამუშაოებს ახორციელებს. პროცესს "თბილსერვის ჯგუფის" დირექტორი გაეცნო. ეწყობა კორპუსის სანიაღვრე სისტემა. სამუშაოების ღირებულება 150 000 ლარია.

"ვიმყოფებით დიდ დიღომში, მესამე მიკრორაიონში. თბილისის მთავრობის დავალებით კეთდება კორპუსის სანიაღვრე ქსელი. ამ კორპუსს აშენების მომენტიდან არ ჰქონია სანიაღვრე სისტემა. ეს არის 250 გრძივი მეტრის სიგრძის ქსელი, რომელიც დაუერთდება ცენტრალურ სისტემას და ამ კორპუსის დატბორვის მთლიან პრობლემას მოაგვარებს. სამუშაოების საერთო ღირებულება არის 150 000 ლარი და იგი დასრულებული იქნება მიმდინარე კვირის ბოლოს", - აცხადებს "თბილსერვის ჯგუფის" გენერალური დირექტორი გიორგი პაპავა.

დღის ამბები