27 ნოემბერი 2026,   11:03
ვრცლად
აქციას რას ეძახით თქვენ? - რა შუაშია ხალხის რაოდენობა, რა მნიშვნელობა აქვს, 20 კაცი იქნება თუ 250, საერთოდ არ აქვთ ჩვენთვის მნიშვნელობა - პეტრე ცისკარიშვილი

ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები, რომელთა აკრძალვაზეც საკონსტიტუციო სასამართლო მსჯელობს, რამდენიმე დღეა ბათუმში აქციას აანონსებდნენ, თუმცა დღეს სასამართლოსთან მათი მხარდამჭერების მხოლოდ მცირე რაოდენობა შეიკრიბა.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, პეტრე ცისკარიშვილი აცხადებს, რომ აქციაზე ხალხის რაოდენობას მნიშვნელობა არ აქვს.

"აქციას რას ეძახით თქვენ? - რა შუაშია ხალხის რაოდენობა, რა მნიშვნელობა აქვს, 20 კაცი იქნება თუ 250, საერთოდ არ აქვთ ჩვენთვის მნიშვნელობა," - აცხადებს ცისკარიშვილი.

"ფედერალისტების" ერთ-ერთი ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი კი ამბობს, რომ არანაირი აქცია ფედერალისტებს არ დაუანონსებიათ და მათ ჯერ კიდევ ორი თვის წინ დაგეგმეს ბათუმში ჩასვლა.

დღის ამბები