11 ოქტომბერი 2026,   06:01
ვრცლად
პაატა სალია: სახალხო დამცველმა მსჯვარდებულ გიორგი დავითაძის ვიდეოკადრებთან დაკავშირებით გაავრცელა განცხადება და სახალხო დამცველის აპარატმა მიიჩნია, რომ იქ არანაირ ძალადობას ადგილი არ ჰქონია

სახალხო დამცველმა მსჯვარდებულ გიორგი დავითაძის ვიდეოკადრებთან დაკავშირებით გაავრცელა განცხადება და სახალხო დამცველის აპარატმა მიიჩნია, რომ იქ არანაირ ძალადობას ადგილი არ ჰქონია, - ამის შესახებ, იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ გადაცემაში ტელეკომპანია "იმედის" ეთერში განაცხადა.

პაატა სალიას თქმით, თუ ქართულ მართლმსაჯულებას არ ენდობა ოჯახი, მათ სრული უფლება აქვთ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართონ:

"სახალხო დამცველის აპარატმა აღნიშნა, რომ ძალადობის ნიშნები არ ყოფილა და ეს გამოძიებამაც დაადასტურა. მე მგონი ამით ეს თემა დაიხურა. მაგრამ ოჯახი აცხადებს, რომ დავას გააგრძელებს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში. თუ ქართულ მართლმსაჯულებას არ ენდობა ოჯახი, მათ სრული უფლება აქვთ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართონ," - აღნიშნა პაატა სალიამ.

დღის ამბები