ბრიუსელის მცდელობის მიუხედავად, ძალადობრივი მოვლენები დემოკრატიულ პროცესად წარმოაჩინონ, 4 ოქტომბრის საქმის ორგანიზატორები დანაშაულს აღიარებენ.
მურთაზ ზოდელავას და ლაშა ბერიძის შემდეგ, უკვე პაატა ბურჭულაძეც ამზადებს ნიადაგს შეწყალებისთვის. წერს, რომ საპროცესო შეთანხმება არა მონანიება, არამედ განთავისუფლების შესაძლებლობაა.
"კეთილისმსურველებო", დაიმახსოვრეთ, ტყვეებს არ სჭირდებათ გარედან ფარისევლური "ვაიშებრალება" და ცრემლის ღვრა! ისინი არიან გმირები, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ისინი აუცილებლად მრავალი წლით უნდა დარჩნენ ტყვეობაში და თავი არ დააღწიონ ამ უკანონობას. მით უმეტეს, ყველამ ვიცით, რომ "ოცნებასთან" საპროცესო შეთანხმება არა მონანიება, არამედ უკანონო პატიმრობისგან გათავისუფლების შესაძლებლობაა", - წერს პაატა ბურჭულაძე.
"ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ თავისუფლების მოპოვება სახის შენარჩუნებით ძალადობრივი აქციის ვერცერთ ორგანიზატორს ვერ გამოუვა, რადგან თითოეული მათგანი პასუხისმგებელია იმ პროცესებზე, რასაც სახელმწიფოს წინააღმდეგ გეგმავდა.