ძიუდოისტმა ეთერ ლიპარტელიანმა (-57 კგ) ფინალი იაპონელ აკარი ომორთან დათმო და მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი გახდა. ლიპარტელიანმა აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა.
ეთერ ლიპარტელიანი ევროპის მოქმედი ჩემპიონია. მიმდინარე წლის აპრილში თბილისში გამართულ კონტინენტის პირველობაზე მან ოქროს მედალი მოიპოვა.