საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ, აჭარის განათლებისა და სპორტის მინისტრ მაია ხაჯიშვილთან ერთად, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვა.
მინისტრმა მასწავლებლების პროფესიის მნიშვნელობაზე ისაუბრა და პედაგოგებს მომავალი თაობების აღზრდაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.
ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოებაში მონაწილეობა ასევე მიიღეს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა.
მასწავლებლის ეროვნულ დღესთან დაკავშირებით, ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოება ყველა რეგიონში იმართება. ინიციატივა პედაგოგების მრავალწლიანი შრომის დაფასებას, მათი პროფესიული საქმიანობის აღიარებასა და წახალისებას ემსახურება.