06 ოქტომბერი 2026,   20:31
ვრცლად
საქართველოს პირველი ლედი ქედისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტებს ეწვია

საქართველოს პირველი ლედი, თამარ ბაგრატიონი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მეუღლესთან, სოფიო ბაკურიძესთან ერთად, ქედისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტებს ეწვია. ვიზიტის მთავარი მიმართულებები ოჯახების მხარდაჭერა, ქალთა ეკონომიკური შესაძლებლობების გაძლიერება და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საზოგადოებაში სრულფასოვანი ჩართულობის ხელშეწყობა იყო.

ქედის მუნიციპალიტეტში პირველი ლედი მრავალშვილიან ოჯახს ესტუმრა, ოჯახის წევრებს გაესაუბრა და მათი ყოველდღიური საჭიროებებით დაინტერესდა.

თამარ ბაგრატიონი ქედის მუნიციპალიტეტის მერიის "ქალთა ოთახსაც" ეწვია, სადაც მეწარმე ქალებს შეხვდა და მათ საქმიანობას გაეცნო. 

შეხვედრაზე ყურადღება დაეთმო ქალთა ეკონომიკური გაძლიერების, ადგილობრივ ეკონომიკურ ცხოვრებაში მათი მონაწილეობისა და იმ შესაძლებლობების გაფართოების მნიშვნელობას, რომლებიც ქალებს საკუთარი საქმიანობის განვითარებისა და ეკონომიკური დამოუკიდებლობის განმტკიცებაში უწყობს ხელს.

ვიზიტის ფარგლებში პირველი ლედი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ერგეს საჯარო სკოლაში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის განკუთვნილი ინკლუზიური განათლების ცენტრის გახსნის ღონისძიებასაც დაესწრო, სივრცე დაათვალიერა, მის საქმიანობას გაეცნო და ბენეფიციარებისთვის შექმნილი გარემო მოინახულა.

პირველი ლედის ვიზიტი დაეთმო სოციალური მხარდაჭერის რამდენიმე მნიშვნელოვანი მიმართულებას - ოჯახის გაძლიერება, ქალებისთვის ეკონომიკური შესაძლებლობების შექმნა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის თანაბარი და ღირსეული გარემოს უზრუნველყოფა.

 

დღის ამბები