06 ოქტომბერი 2026,   14:45
ვრცლად
ბელგიაში განათლების რეფორმის წინააღმდეგ მოსწავლეთა პროტესტი გრძელდება

ბელგიაში განათლების რეფორმის წინააღმდეგ მოსწავლეთა პროტესტი გრძელდება. ლიეჟში გამართულ აქციაზე, რომელიც პოლიციასთან დაპირისპირებაში გადაიზარდა, 16 პირი დააკავეს. დემონსტრანტებმა ქალაქის რამდენიმე სკოლის შესასვლელი დაბლოკეს.

პოლიციის ინფორმაციით, დაკავებულთა ნაწილის ჩანთებში მოლოტოვის კოქტეილის დასამზადებლად საჭირო მასალები აღმოაჩინეს. აქციის მონაწილეებმა დააზიანეს ინფრასტრუქტურა და ცეცხლი წაუკიდეს ურნებს.

დაძაბული ვითარება იყო მონსსა და შარლერუაშიც. ქვეყნის ფრანგულენოვან რეგიონებში დემონსტრაციები რამდენიმე თვეა მიმდინარეობს. ახალგაზრდები მთავრობის მიერ ინიცირებულ ფინანსურ შეზღუდვებსა და საგანმანათლებლო რეფორმას აპროტესტებენ.

დღის ამბები